ჩართე

მიეცი წვდომა ინტერნეტთან სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს.

მე ჩავრთავ

ინტერნეტმა შექმნა განათლების მიღების უსაზღვრო შესაძლებლობა. საქართველოში 78 000-მდე მოსწავლე ცხოვრობს სოციალურად დაუცველ ოჯახში, რომელსაც არ აქვს წვდომა ინტერნეტთან. დღეს ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა ყველა ადამიანის ძირითადი უფლებაა.

 

პროექტი “ჩართე” გაძლევთ საშუალებას, დაუფინანსოთ ინტერნეტის ყოველთვიური გადასახადი ან კომპიუტერი თითოეულ მათგანს.

 

 

რატომ ინტერნეტი?

როგორ დავეხმარო

1. აირჩიე თანხა

აირჩიეთ სასურველი თანხა და მიუთითეთ ბარათის მონაცებები.

2. დაეხმარე ყოველთვიურად

ყოველ თვე ბანკი ავტომატურად მოხსნის მითითებულ თანხას.

3. მიიღე ანგარიშები

თქვენ მიიღებთ გამჭვირვალობის ყოველთვიურ ანგარიშს.

მე ჩავრთავ

თქვენ გახდებით 430-ე მხარდამჭერი

შედეგები

ჩართულია224მოსწავლე

დაფინანსებულია72596ლარით

ჩვენ ვართ429მხარდამჭერი

წარმატების ისტორიები

თამარი პროფესიული მოკრივეა. გარდა იმისა, რომ ინტერნეტის მეშვეობით ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება, განათლებას იღებს და საშინაო დავალებებს ასრულებს, კომპიუტერს ტექნიკის გასაუმჯობესებლადაც იყენებს - ის Youtube-სა და სხვა რესურსებზე კრივს ადევნებს თვალს! გადაწყვეტილი აქვს, რეაბილიტატორი გამოვიდეს და, ცხადია, აპირებს, კარიერულ წინსვლაში ინტერნეტიც დაიხმაროს. „ინტერნეტი — ესაა წვდომა ულევ ინფორმაციასთან, დღევანდელ სამყაროში კი ცოდნა ყველაფერია“. იხილეთ სრულად

თამარი აპირებს, უსამართლობის წინააღმდეგ იბრძოლოს. „თუ ვხედავ, რომ ვინმეს ამცირებენ, ვერ ვითმენ, რომ არ ჩავერიო”. თამარს იურიდიულზე უნდა ჩაბარება, რომ გამომძიებელი ან აგენტი გახდეს. ადრე ჯარისკაცობაზე ვფიქრობდი, მაგრამ მგონია, რომ ასე უფრო მეტი კარგი საქმის გაკეთებას მოვახერხებო. ინტერნეტი ახალგაზრდულ პროექტებში ჩართვაში და დროის უკეთ განაწილებაში ეხმარება. უყვარს ფსიქოლოგიურ-დეტექტიური ჟანრის ფილმები და ფიქრობს, რომ ჩვენ მიერ გაცემული ემოციები ყოველთვის გვიბრუნება უკან - შეიძლება, გვიან, მაგრამ ყოველთვის. იხილეთ სრულად

იაკობი ჩვენი ერთ-ერთი პირველი ბენეფიციარია. დღეს ის არც მეტი, არც ნაკლები, წარმატებული გრაფიკული დიზაინერია! პრინციპში, იმდენად რთულ დავალებებს ასრულებს, გადავწყვიტეთ, Chromebook-ის მაგივრად Desktop კომპიუტერი გადაგვეცა. Photoshop-ი და Illustrator-ი, ცხადია, ონლაინ ისწავლა. თანაც, მისი ინტერესები ამით არ მთავრდება! ის მანქანებითა და მექანიკოსის საქმიანობითაა გატაცებული - ცხადია, ამ სფეროში დახელოვნებისთვისაც ინტერნეტს იყენებს. იაკობი ფიქრობს, რომ ინტერნეტი განვითარებასა და თვითრეალიზებაში ეხმარება. იხილეთ სრულად

ბაგრატი აბიტურიენტია და ბიზნესსა და ეკონომიკაზე სწავლას აპირებს, რომ აუდიტორი ან ბუღალტერი გამოვიდეს. ახალი კომპიუტერითა და ინტერნეტით გამოცდებისთვის ემზადება და ინგლისურს სწავლობს. ბაგრატი ინტროვერტია - თავისუფალ დროს სახლში დარჩენა, კითხვა და ფილმების ყურება ურჩევნია. ბუნებაში სეირნობა და არქიტექტურაზე დაკვირვებაც სიამოვნებს. კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ჰობი აქვს - ქაღალდისგან ნაირ-ნაირ ნაკეთობებს ქმნის - Youtube-ზე ვიდეობს უყურებს და სწავლობს. უკვე ისე გაიწაფა, რომ თვითონაც შეაქვს კორექტივები ფიგურების დიზაინში. იხილეთ სრულად

ჩართე პრესაში

პარტნიორები