მოსწავლეები

ელოდება
გოჩა (18)

გოჩას საყვარელი საგანი სკოლაში ქიმიაა. მომავალში არ აქვს მოფიქრებული რა პროფესიას აირჩევს, თუმცა დაინტერესებულია სოფლის მეურნეობით. „ინტერნეტს გამოვიყენებდი მეტი ინფორმაციის მოსაძიებლად“.

ელოდება
კახაბერი (16)

კახაბერის საყვარელი საგნები სკოლაში ქიმია და ფიზიკაა. მომავალში სურს, რომ მეზღვაური გამოვიდეს. „ინტერნეტს გამოვიყენებდი უკეთ სასწავლად“. დაინტერესებულია ასევე სოფლის მეურნეობით.

ელოდება
ემზარი (16)

ემზარი გეგმავს, რომ სწავლა სამედიცინო უნივერსიტეტში გააგრძელოს და ექიმი გამოვიდეს. „ინტერნეტს გამოვიყენებდი ცოდნის გასაღრმავებლად“. თავისუფალ დროს დაკავებული ვარ სპორტით.

ელოდება
ანასტასია (16)

ანასტასიას საყვარელი საგნები სკოლაში ინგლისური ენა და გეოგრაფიაა. ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი სწავლას სად გააგრძელებს, თუმცა სურს გეოგრაფიის მასწავლებელი გამოვიდეს. „ინტერნეტი გამომადგება ჩემთვის საინტერესო დამატებითი ინფორმაციის მოძიებასა და ცოდნის გაღრმავებაში“. თავისუფალ დროს უყვარს ბუნების პეიზაჟების ხატვა.

ელოდება
გიორგი (16)

გიორგის საყავრელი საგანი სკოლაში გეოგრაფიაა და სურს მომავალი პროფესიაც ამ საგანს დაუკავშიროს და გეოგრაფი გამოვიდეს.თავისუფალ დროს უყვარს კითხვა და ტაძარში სიარული.

ელოდება
გიორგი (17)

გიორგის საყვარელი საგანი სკოლაში გეოგრაფიაა. ჯერ არ აქვს მოფიქრებული მომავალში რისი კეთება სურს, თუმცა თავისუფალ დროს უყვარს ფეხბურთის თამაში. „ინტერნეტს გამოვიყენებდი საჭირო ინფორმაციის მოსაძებნად“.

ელოდება
ნინო (14)

ნინოს საყავრელი საგანი სკოლაში ისტორიაა, რადგან ის მას საშუალებას აძლევს გაეცნოს სხვადასხვა ქვეყნების კულტურასა და ხელოვნებას. მომავალში სურს მოდელი გახდეს. თავისუფალ დროს უყვარს ხატვა, ხოლო ინტერნეტს ძირითადად მეცადინეობის დროს გამოიყენებდა.

ელოდება
მარიამი (14)

მარიამის საყვარელი საგანი სკოლაში ისტორიაა. მომავალში სურს მედიცინის მუშაკი გამოვიდეს. ინტერნეტს გამოიყენებდა სასურველი ინფორმაციის მოსაძიებლად. თავისუფალ დროს უყვარს ხატვა.

ელოდება
ალმინა (18)

ალმინას საყვარელი საგნები სკოლაში ქართული, მუსიკა და ხელოვნებაა. ჯერ არ აქვს მოფიქრებული მომავალში რა პროფესიას აირჩევს. მისი აზრით, ინტერნეტი სკოლაში უკეთ სწავლაში დაეხმარება. თავისუფალ დროს უყვარს კითხვა.

ელოდება
ეკა (14)

ეკას საყვარელი საგნები სკოლაში ქართული და ინგლისურია. სწავლის გაგრძელებას აპირებს, თუმცა სად ჩააბარებს ჯერ არ აქვს მოფიქრებული. „ინტერნეტი დამეხმარებოდა სკოლაში უკეთ სწავლაში“. თავისუფალ დროს უყვარს ცეკვა, რაც მისი აზრით, საკმაოდ კარგად გამოსდის.

ელოდება
ანა (15)

ანას სკოლის საგნებიდან ძირითადად უცხო ენები იტაცებს. ჯერ არ აქვს მოფიქრებული მომავალში რა პროფესიას აირჩევს. თავისუფალ დროს უყვარს კითხვა.

ელოდება
მეგი (16)

მეგის საყვარელი საგნები სკოლაში ინგლისური და ისტორიაა. უნივერსიტეტში ჩაბარებას გეგმავს, თუმცა მომავალი პროფესია ჯერ არ აურჩევია. თავისუფალ დროს უყვარს კითხვა.

1 2