ყველა პროექტი

ელოდება

თეთრიწყარო

2019 წლის თებერვალში "ინტელკომ ჯგუფისა" და "ჩართეს'' დონორების დახმარებით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში (დაბა მანგლისი, ახალსოფელი, ალგეთი) 26 სოციალურად დაუცველ ოჯახს გადავეცით კომპიუტერები. რეგიონში ჩართვას ელოდება კიდევ 5 მოსწავლე!​

კომპიუტერით
დაეხმარა

ჩართულია

შუაფხო

2019 წლის იანვარში "ჩართეს'' დონორების დახმარებით, უკანა ფშავში, სოფელ შუაფხოში 4 სოციალურად დაუცველ ოჯახს გადავეცით კომპიუტერები და ინტერნეტისთვის განკუთვნილი მაგთის 3G მოდემები. ჩვენი ონლაინ დონორების დახმარებით, მათ ინტერნეტის ყოველთვიურ გადასახადსაც დავუფინანსებთ.​

კომპიუტერით
დაეხმარა

ჩართეს ონლაინ დონორები

ჩართულია

ჩოხატაური

2018 წლის დეკემბერში Charte.ge-ს შემომწირველების დახმარებით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში (სოფლები: ერკეთი, ბუკნარი, დაბლაციხე, საჭამიასერი, ქვენობანი, კოხნარი, ჩაისუბანი) 34 სოციალურად დაუცველ ოჯახს გადავეცით კომპიუტერები. ინტერნეტს მათ ჩვენი შემომწირველები ყოველთვიურად დაუფინანსებენ.​

კომპიუტერით
დაეხმარა

ჩართეს ონლაინ დონორები

ჩართულია

ბორჯომი

2018 წელს ქალაქ ბორჯომსა და მის შემოგარენში არსებულ სოფლებში (ყვიბისი, ჭობისხევი, ბალანთა, დაბა ბაკურიანი, წაღვერი, ახალდაბა, რველი) მინერალური წყლების კომპანია ბორჯომის დახმარებით 28 სოციალურად დაუცველ მოსწავლეს გადავეცით კომპიუტერი, რომლებსაც ჩვენი შემომწირველები ყოველთვიურ ინტერნეტის გადასახადს დაუფინანსებენ. ​

კომპიუტერით
დაეხმარა

ჩართულია

ოზურგეთი

2018 წლის ნოემბერში Charte.ge-ს დონორების დახმარებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში (ქალაქი ოზურგეთი, სოფლები: შრომა, ქვედა ბახვი, ლიხაური, დაბა ნასაკირალი, ცხემლისხიდი, დაბა ნარუჯი) 20 სოციალურად დაუცველ ოჯახს გადავეცით კომპიუტერები. სულ მალე ამ რეგიონში კიდევ რამდენიმე ოჯახს გადავცემთ კომპიუტერს და ყველას ჩავურთავთ ინტერნეტს!​

კომპიუტერით
დაეხმარა

ჩართეს ონლაინ დონორები

ჩართულია

დვანი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 2018 წელს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დვანში 19 ოჯახს გადავეცით ქრომბუქები და ჩავურთეთ ინტერნეტი. ​

კომპიუტერით
დაეხმარა

ჩართულია

ფრეზეთი

2017 წელს თიბისი დაზღვევის მხარდაჭერით, ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში 6 სოციალურად დაუცველ ოჯახს გადავეცით კომპიუტერი და ჩავურთეთ ინტერნეტი. ​

კომპიუტერით
დაეხმარა

ჩართულია

გორის #3 საჯარო სკოლა

2018 წელს BDO-სა და EY Georgia-ს მხარდაჭერით, გორში 10 სოციალურად დაუცველ მოსწავლეს გადავეცით კომპიუტერი და ჩავურთეთ ინტერნეტი.​

კომპიუტერით
დაეხმარა

ჩართულია

თბილისის საჯარო სკოლები

2017-2018 წლებში თიბისი დაზღვევის, კომფორტის და პოპსპორტის მხარდაჭერით, თბილისის 32, 83,124, 180, 94, 45, 99, 6 საჯარო სკოლებში, ჯამში 48 სოციალურად დაუცველ მოსწავლეს გადავეცით კომპიუტერი და ჩავურთეთ ინტერნეტი. ​​

კომპიუტერით
დაეხმარა

ჩართულია

ხაშური

2018 წელს Charte.ge-ს შემომწირველების დახმარებით, ხაშურში და მის შემოგარენ სოფლებში ოსიაურში, ვაყაში, გომსა და ტკოცაში 12 სოციალურად დაუცველ მოსწავლეს გადავეცით კომპიუტერი და ჩავურთეთ ინტერნეტი.​

კომპიუტერით
დაეხმარა

ჩართულია

წეროვანი და წილკანი

2017 წელს Elit Electronics-ის მხარდაჭერით, წეროვნის დევნილთა დასახლებაში 24 და წილკანის დევნილთა დასახლებაში 6 სოციალურად დაუცველ ოჯახს გადავეცით კომპიუტერი და ჩავურთეთ ინტერნეტი. ორივე დასახლება მთლიანად ჩართულია!​

კომპიუტერით
დაეხმარა

ჩართულია

საგარეჯოს #4 საჯარო სკოლა

თიბისი დაზღვევის მხარდაჭერით, 2017 წელს საგარეჯოში 12 ოჯახს გადავეცით ქრომბუქები და ჩავურთეთ ინტერნეტი.​

კომპიუტერით
დაეხმარა